როდის დამონტაჟდება რუსთავში ე.წ ჭკვიანი კამერები

2017-11-03 13:40:58

რუსთავში ე.წ. ჭკვიანი კამერები უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება. ქალაქის თვითმმართველობის მიერ კამერები უკვე შეძენილია. 69 განსაკუთრებული მონაცემების მქონე კამერისთვის ბიუაჯეტიდან 248 045 ლარი გამოიყო, დანარჩენი 228 კამერის შესაძენად კი 340 445 ლარი.

ჭკვიანი კამერები აღჭურვილია სპეციალური პროგრამებით, რის საშუალებითაც მოწყობილობა 5  დარღვევას გამოავლენს.

ესენია:

  • შუქნიშნის წითელ შუქზე გავლა.
  • ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა.
  • საპირისპირო ზოლში მოძრაობა.
  • გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა.
  • მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.           

ჭკვიანი კამერები ცენტრალურ და შიდა გზებზე, პარკებსა და სკვერებში დამონტაჟდება. ჯამში ქალაქის ბიუჯეტიდან 297 კამერისთვის 588 490 ლარი გამოიყო.