ავარია მსხვერპლით დასრულდა (ფოტო)

2017-11-03 10:36:43

თბილისი-ზუგდიდის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული უნფორმაციით მოპედით მოძრავი ახალგაზრდა მამაკაცი გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. შეჯახების შედეგად მძღოლმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.