მატარებელი: მცხეთა, თბილისი, რუსთავი, გარდაბანი (ვიდეო)

2017-11-03 10:08:39

“სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი და თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძემ პორტალ "კვირას" პრესკლუბში თბილისის როგორც შიდა საქალაქო ასევე შემოვლითი გზის დანიშნულებაზე, მის განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. "სატრანსპორტო დერეფანში შეიძლება საქალაქო ტიპის რკინიგზის. ე.წ. s-bahn-ის ან ტრამვაის შემადგენლობის დაშვება რომელიც აგლომერაციის შემაერთებელი იქნება. ეს გაივლის მცხეთა, თბილისი, რუსთავი გარდაბანი" - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ. ნახეთ ვიდეო.

რუსთავსა და თბილისს შორის მეტროს ამოქმედების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა, ბოლოს ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" თბილისის მერიის დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ ისაუბრა.