ევროპაში საწვავი იაფდება, საქართველოში ძვირდება.

2016-12-07 20:47:40

რუსთავში ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასმა მინიმუმ 5 თეთრით მოიმატა. ყველაზე დაბალფასიანი 1 ლიტრი ბენზინის ფასი 1.71 ლარიდან იწყება. 3 დღის წინ ფასმა პირველად "ვისოლი"-ს ქსელში მოიმატა, მოგვიანებით "გალფი"-ს, ხოლო დღეს უკვე "სოკარი"-ს და "რომპეტრიოლი"-ს ბენზინგასამართ სადგურებშიც გაძვირდა. საქართველოში ბენზინზე ფასის ზრდას ეროვნული ვალუტის კურსის დაცემას უკავშირებენ. აღსანიშნავია რომ საწვავზე ფასი ევროპაშიც და ამერიკაშიც იკლებს, 2016 წლის 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 53,93 (- 1,01) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50,93 (- 0,86) დოლარი/ბარელზე.