თაღლითობა თუ მომსახურება

2017-11-02 13:17:58

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, რამდენიმე პირი რომლებიც კარდაკარ დადიან, 2 ლარის სანაცვლოდ,  მოსახლეობას, სადარბაზოების შეწამვლას სთავაზობს. „ინფო რუსთავი“ დაინტერესდა ხდებოდა თუ არა სადარბაზოების დეზინფექცია შესაბამისი სამსახურების დავალებით. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრიში აცხადებენ რომ, ფაროსანას განადგურებაზე ზრუნვა, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრერგატივაა. სააგენტოს თანამშრომლები კი სადარბაზოების შეწამვლას არ ახორციელებენ.