H&M-ი თბილისში მაღაზიას ხსნის

2017-11-01 13:56:58

H&M-ი თბილისში პირველ მაღაზიას 2017 წლის 18 ნოემბერს, 12 საათზე  გახსნის. მაღაზია თბილისში, რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისში“ განთავსდება. H&M-ი მომხმარებელს ქალების, მამაკაცების, თინეიჯერების, ბავშვების სამოსსა და აქსესუარებს შესთავაზებს. გახსნასთან დაკავშირებით, მყიდველები 18 ნოემბერს გარკვეული ფასდაკლებებით ისარგებლებენ.