ბაგა-ბაღებს გამგეები აღარ ეყოლებათ

2017-11-01 11:22:57

სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს მთავრობამ ახალი სტანდარტები დაამტკიცა. მომავალი წლიდან ბაღის გამგეები დირექტორის სტატუსის მატარებლები გახდებიან. პოზიციის მოსაპოვებლად კი მოქმედი გამგეები ტესტირებას ან გასაუბრებას გაივლიან. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ახალი დადგენილებები შემუშავდა აღმზარდელებისთვისაც. სტანდარტი ყველა აღმზრდელ-პედაგოგისათვის სავალდებულო იქნება.

დადგენილება ძალაში 2018 წლიდან შევა.

გარდა ამისა 2018 წლიდან საჯარო და კერძო ბაგა-ბაღებს ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. საახღმზრდელო დაწესებულებების ავტორისაციის წესები მიმდინარე წლის ბოლომდე დამტკიცდება.