დავით გარეჯის ქუჩის ნაწილი დაიტბორა

2017-10-31 18:58:50

დავით გარეჯის ქუჩა დაიტბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი  წყლის გახსნილი ურდული გახდა, საიდანაც წყალი შადრევანივით ასხამდა. როგორც თვითმხილველებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ჭყონდიდელის დასახლებაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებმა წყალი სწორედ აღნიშნული ჭიდან დახმარებით აიღეს, თუმცა მის გადასაკეტად განკუთნილი გასაღები ჭაში ჩაუვარდათ, ამიტომ მილის გადაკეტვა იქამდე არ მოხერხდა, სანამ წყლის წნევამ არ დაიწია. ნახეთ ვიდეო.