ახალი ობიექტი ცენტრალურ ქუჩაზე (ფოტოები)

2017-10-31 18:36:16

ცენტრალურ ქუჩაზე, მეგობრობის გამზირზე ახალი კაფე აშენდება. ობიექტი "მაკდონალდისისა" და "მეტრომარტს" შორის განთავსდება. სწრაფი კვების ობიექტი ძირითადად ქართულ სამზარეულოზე იქნება ორიენტირებული. გაიყიდება ყველა სახის ხაჭაპური და ლობიანი, წარმოდგენილი იქნება უალკოჰოლო სასმელი, განსაკუთრებული აქცენტი ლაღიძის წყლებზე კეთდება. მიწის მესაკუთრის თქმით მშენებლობის შედეგად არ მოიჭრება არცერთი ხე, მეტიც, შენობის დასრულების შემდეგ მოხდება მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება და მცენარეების დარგვა. ობიექტი ორსართულიანი იქნება და ძირითადად სწრაფი კვების ფუნქციას შეიძენს.