გზების რეაბილიტაცია

2017-10-31 17:42:15

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში შიდა გზების მოასფალტება დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტსბლექ სი გრუპიახორციელებს და სულ 11 კილომეტრი ასფალტი დაიგება. სამუშაოების შესასრულებლად 2.309.600 ლარია გამოყოფილი, რომლის ძირითადი ნაწილი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსება კი 5 პროცენტს შეადგენს.