ყველაზე იშვიათი და გავრცელებული სახელები და გვარები საქართველოში.
2016-12-07 18:32:05
სიაში

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოში ყველაზე იშვიათი და ყველაზე მეტად გავრცელებული სახელები და გვარები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კაცის ყველაზე პოპულარული სახელი გიორგია, ქვეყანაში სულ 190440 გიორგი ცხოვრობს, პოპულარული სახელების სია ასე გამოიყურება: გიორგი(190440) , დავით (67161),  ალექსანდრე (40067), ლუკა (37226), ირაკლი (35880), ნიკოლოზ (35233), ზურაბ (31947), ლევან (28468), ლაშა (25267), საბა (24935).  რუსთავშიც ყველაზე მეტი გიორგი (7137) ცხოვრობს.

ქალის სახელებიდან კი პირველ ადგილს ნინო (114576) იკავებს, მას მოსდევს : მარიამ (66360), თამარ (50863),  მაია (47398), ანა (47246), ნანა (42731), მარიამი (41699), ნათია (38185), მანანა (34423), ელენე (33391).  ამავე მაჩვენებლით რუსთავშიც ყველაზე მეტი ნინო (4428) ცხოვრობს.

გთავაზობთ საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 10 გვარს: ბერიძე (28827), კაპანაძე (19127),  გელაშვილი (18226), მაისურაძე (16186), მამედოვი (14641), გიორგაძე (14112), ლომიძე (13022),  წიკლაური (13009), მამედოვა (12677), ბოლქვაძე (12606). რუსთავში გვარების მიხედვით ყველაზე მეტად გავრცელებული გელაშვილია და სულ 1222 გელაშვილი ცხოვრობს.

სტატისტიკაში ყველაზე იშვიათი სახელები და გვარებიცაა წარმოდგენილი. სახელებიდან ყველაზე იშვიათია : მილიარდი, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე.

იშვიათი გვარები: ავგაროზაშვილი, თერძიშვილი, კბილიანაშვილი, ზეცაშვილი, ზურმუხტაშვილი, კრიჭინაშვილი, ვარვარიძე, სურვილაძე, შავთვალიშვილი, უფროსაშვილი, თევდორიკაშვილი, ნამზითიშვილი, ბუჩუხიშვილი, ელკანაშვილი, სასურქინაშვილი, კვიტინი, ღვლიღვაშვილი,მონავარდიშვილი.