რეკომენდაცია სპეციალისტებისგან

2017-10-31 17:35:07

სპეციალისტები გაზის გამათბობლების ჩართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემენ. მოწყობილობები რამდენიმე თვის განმავლობაში გამორთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შესაბამისად გამათბობლის ჩართვისას აუცილებელია გარკვეული დროთ მოცდა, რათა მოხდეს მილებში დაგროვილი ჰაერის გამოდევნა. მხოლოდ მას შემდეგ ჩაირთვება გამათბობელი, რაც მილებიდან ჰაერი გამოიდევნება.

გარდა ამისა აუცილებელია პრევენციის მიზნით, გამათბობლის პიველად ჩართვისას ფანჯრები იყოს ღია. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა იგრძნობს გაზის სუნს, აუცილებელია მოწყობილობა ნახოს კომპეტენტურმა პირმა.

ცხელი ხაზი 16 114