ახალი შეთავაზება ტრიო "მანდილს"

2017-10-30 21:51:17

ტრიო "მანდილის" ახალი ვიდეო სახელწოდებით "დუგლი დაგლი დალალო" სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე გამოჩნდა, ვიდეო სულ რამდენიმე საათის ატვირთულია და ის უკვე რამდენიმე მილიონმა ადამიანმა ნახა. ყველაზე თვალშისაცემი მაინც ცნობილი რუსი რეპერის "ტიმატის" კომენტარი აღმოჩნდა. მომღერალი გოგონებს წერს რომ - "როგორც კი კონცერტზე მუშაობას დავასრულებ გელოდებით ჩემთან სტუდიაში, ჩავწეროთ", რეპერი ტრიოს დუეტის ჩაწერას სთავაზობს.