ჭყონდიდელის დასახლებაში 21 ოჯახი გაზიფიცირდა (ფოტოები).

2016-12-07 16:37:14

ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩის #2-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირება მოხდა. ადგილობრივების თქმით, ბუნებრივი აირის გარეშე ისინი 8 წელია ცხოვრობდნენ. გაზიფიცირების პროცესესს ის ფაქტიც აჭიანურებდა, რომ შენობა რომელშიც ისინი შეასახლეს ადგილობრივი თვითმართველობის ბალანსზე არ იყო. გრანელის ქუჩის მაცხოვრებლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა, რუსთავის #29 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პაატა მხეიძემ, დღეს ჭყონდიდელის დასახლების მაჟორიტართან გოჩა შავაძესთან ერთად  ერთ-ერთი სოციალურად დაუცველის ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთო. ჩატარებული სამუშაობის შედეგად ბუნებრივი აირი 21 ოჯახს მიეწოდება. გაზიფიცირებულ ოჯახებს შეღავათი გაეწევათ, სამუშაოების ღირებულების გადახდაშიც. ხელმძღვანელი პირების შუამდგომლობით, მათ აღნიშნული თანხის დაფარვა ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში შეეძლებათ.