სად შენდება ელიტური სახლი (ფოტოები)

2017-10-27 21:54:00

ინგლისური კომპანიის შვილობილი კომპანია "სან რაის ჰაუსი" ძველ რუსთავში ელიტურ სახლს აშენებ. დუმბაძის ქუჩაზე იქ სადაც წლების წინ სასტუმრო იყო ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. ეს იქნება რუსთავში ყველაზე გამორჩეული არქიტექტურის საცხოვრებელი სახლი. სახლს ექნება საკუთარი პარკინგი, ეზო, სკვერი, საბავშვო გასართობი მოედანი, ბინის მესაკუთრეებს ექნებათ სარდაფები. არ მოიჭრება არცერთი ხე, შენარჩუნდება ის სიმწვანე რაც არის და დამატებით მოხდება ხეების გადარგვა. ეზო იქნება იზოლირებული, სახლს ეყოლება საკუთარი დაცვის და დასუფთავების სამსახური. ამ მომენტისთვის დარჩენილია 3 და 4 ოთახიანი ბინები. მყიდველს ბინა ჩაბარდება ე.წ. თეთრი კარკასით, ცენტრალური გათბობით და ყველა კომუნიკაციით დასრულებული. საცხოვრებელი ბინის ფასი 1მ² ღირს 1200 ლარი, იმ შემთხვევაში თუ საფასურს სრულად გადაიხდით მაშინ 1მ² ფასი იქნება 1100 ლარი.

აღსანიშნავია რომ საცხოვრებელ სახლს ძველი რუსთავის მასშტაბით ექნება ყველაზე დიდი კომერციული ფართი, მყიდველს მისი შეძენა 1მ² 2000 ლარი დაუჯდება. ინფორმაციითვის შეგიძლიათ დარეკოთ 595 85 67 84 მისამართი: ნოდარ დუმბაძის #8. იყიდე ბინა ელიტურ სახლში ®