ქართველმა მწვრთნელმა მსაჯი ცემა (ვიდეო)

2017-10-27 12:50:37

ხარკოვში შემოდგომის თასის ტურნირზე Viva Cup-ის მწვრთნელი რომან ფერაძე, რომელიც ადრე კლუბ "მონოლითის" პრეზიდენტი იყო, უკმაყოფილო გახლდათ PVM-სთან მატჩში ვასილი ჩერნიჩკოს მსაჯობით და როდესაც არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა მისი გუნდის ფეხბურთელი, ვეღარ მოითმინა, შეაგინა, მოედანზე შევარდა და ნოკდაუნში გაგზავნა.

რეფერი მისმა თანაშემწემ გასახდელში გაიყვანა, ხოლო თამაში ჩაიშალა და ფერაძის გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ნახეთ ვიდეო

წყარო: sportall.ge