რა ეღირება მანაქანის ტექდათვალიერებისთვის მომზადება

2017-10-24 21:46:48

ავტომობილის ტექდათვალიერებისთვის მომზადება, სავარაუდოდ, 500-დან 1000 ლარამდე დაჯდება. ამის შესახებ გაზეთი 'რეზონანსი" წერს. ტექდათვალიერებმადე, მძღოლს მანქანის კატალიზატორი, საბურავები, საქარე მინები, სამუხრუჭე სისტემა, ფარები და სხვა ნაწილები წესრიგში უნდა ჰქონდეს, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. გამოცემის ცნობით, 2007 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანის წესრიგში მოსაყვანად ოპტიმალური ხარჯი დაახლოებით 500 ლარი იქნება, მაგრამ თუ ის 20 წელზე მეტი ხნისაა შესაძლოა 1000 ლარამდეც დაჯდეს.

შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებოლო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდება.