"მორიგი არადამიანური ფაქტი"

2017-10-21 23:04:03

არასამთავრობო ორგანიზაცია "ცხოველთა მეგობრებმა" ნაჩხუბარი პიტბული იპოვა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ორინა ლიკლიკაძის, განცხადებით, ცხოველის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის შემდეგაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ძაღლი ჯანდარიდან რუსთავში გადმოიყვანეს. "ჯანდარაში ნახეს გზის პირზე იწვა ეს ძაღლი, დღეს დილით წავედით, ვნახეთ საშინელ მდგომარეობაში, ჩხუბების კვალიც ეტყობა ცხოველს, ყბის არეში რბილი ქსოვილები აქვს დაზიანებული და დაგლეჯილი, თუ მისი სიგამხდრით ვიმსჯელებთ ან არ უვლიდნენ და არ აჭმევდნენ ან ძალიან დიდი ხნის წინ არის გამოგდებული სახლიდან" - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბარში ირინა ლიკლიკაძე.
დაშავებული ცხოველის კერძო კლინიკაში გადაყვანაში მუნიციპალური თავსესაფრის ორი თანამშრომელიც მონაწილეობდა.
"ცხოველთა მეგობრების" ხელმძღვანელის განცხადებით, ძაღლის ძვლოვანი სისტემა მთელია და მას ამ დროისთვის შესაბამის პროცედურები უკვე ჩაუტარდა.