"ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგები

2017-10-21 22:18:29

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები ცნობილია.

 პირველ ადგილზეა 54%-ით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 16% "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატი "ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 15% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს.

"ევროპული საქართველოს" დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას 7% აქვს, ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატს, კახა კუკავას - 3%, "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა3% დააგროვა, „ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ - 2%, "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ - 1%.

"ედისონ რისერჩის" წარმომადგენლის თქმით, მონაცემებში ცდომილება შესაძლოა იყო 3%. ორგანიზაცია ახალ მონაცემებს, დაახლოებით, საღამოს 9-დან 10 საათამდე მიიღებს.