რატომ არის მობილიზებული პოლიციის დამატებითი ძალები მარნეულში

2017-10-21 19:34:46

მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიამ. მისი განხადებით, დამატებითი ძალები მხოლოდ პრევენციის მიზნით იმყოფება მარნეულში, გარდა ამისა პოლიცია იგივე დატვირთვით სხვა ქალაქებშიც არის გაგზავნილი. ბესელიამ არჩევნების პროცესი დადებითად შეაფასა. „ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის რომ ჩვენმმა მოქალაქეებმა მშვიდად მისცენ ხმა სასურველ კანდიატს“

პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა მარნეულში. მისი თქმით, სპეცრაზმი სპეციალურად გადაადგილდება ქალაქის ქუცებში, რათა მოხდეს ხალხის დაშინება და მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება, მმართველი პარტიის სასარგებლოდ.