ოჯახი 12 წლის გოგონას ეძებს

2017-10-21 15:55:49

თბილისში 12 წლის მოზარდს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ქეთევან ქურდოვანიძე 20 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათისთვის სავარაუდოდ, უიარაღოს ქუჩიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით გავიდა სახლიდან და ამ დრომდე არ გამოჩენილა.

გოგონასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე - 593209901  591934112  2960799