რომელ ქუჩებზე დააგებენ ასფალტს 2017 წელს.

2016-12-05 21:46:12

"ინფო რუსთავის" გამოკითხვაში რომელიც უკვე 1 თვეა მიმდინარეობს 500-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. გამოიკვეთა რამდენიმე ქუჩა სადაც ასფალტის დაგებას მოსახლეობა აქტიურად ითხოვს. ყველაზე ბევრი ხმა თოდრიას ქუჩის რეაბილიტაციამ მიიღო, მოსახლეობის 75% სწორედ ამ ქუჩი გაკეთებას აძლევდა ხმას. მეორე პოზიციაზე რუსთაველის ქუჩა, ხოლო მესამეზე კოსტავას გამზირი (მერიიდან მეტალურგიამდე). გასაკეთებელ ქუჩებს შორის რუსთაველებმა 20-მდე ქუჩა ჩამოთვალეს, თუმცა როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს მათი ნაწილი ახლად რეაბილიტირებულია და გაურკვეველია რის შეკეთებას ითხოვს მოსახლეობა. ჩამოთვლილ ქუჩებს შორის მოხვდა პატარა ქუჩებიც, რომელიც ბუნებრივია ხმათა უმცირესობის გამო სამეულში ვერ შევიდა. "ინფო რუთავი" დაინტერესდა რომელ ქუჩებს გააკეთებენ მომავალ წელს და რა ბედი ელოდება იმ მონაკვეთებს რომელიც მოსახლეობა ჩვენ გამოკითხვაში დაასახელა. ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ პირველ სამ ქუჩას: თოდრია, რუსთაველის შიდა უბნები და კოსტავას გამზირი (მერიიდან მეტალურგიამდე) 2017 წელს აუცილებლად ჩაუატარდება რეაბილიტაცია, რაც შეეხება დანარჩენ ქუჩებს, ინფრასტრუქტურის სამსახურიდან მივიღეთ პასუხი რომ ბიუჯეტის ფორმირება მიმდინარეობს, შესაბამისად ჯერ კიდევ სრულად არ არის ცნობილი ის ქუჩები სადაც რეაბილიტაცია ჩატარდება, თუმცა აღსანიშნავია რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მინიმუმ 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.