ქალი მატარებელს შეუვარდა

2017-10-21 09:45:13

36 წლის ქალი მატარებელს შეუვარდა. შემთხვევა დღეს გამთენიისას ბათუმში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ქალი, სავარაუდოდ,თავის მოკვლას ცდილობდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.