საქართველოს კონსულის განცხადება

2017-10-19 12:21:33

ისრაელში არალეგალურად მყოფ ქართველებს, 30 ოქტომბრამდე სამშობლოში დაბრუნება დაკავებისა და სადეპორტაციო ცენტრში დაყოვნების გარეშე შეეძლებათ. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი აცხადებს.
მისი ინფორმაციით, ისრაელში არალეგალად მყოფი საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც 30 ოქტომბრამდე ნებაყოფლობით დაბრუნდებიან საქართველოში, ისრაელში ხელმეორედ შესვლას 10 წლის ნაცვლად ერთ წელში შეძლებენ.

30 ოქტომბრამდე ძალაშია სპეციალური ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ნებაყოფლობით, ღირსეულად, ყოველგვარი დაკავებისა და სადეპორტაციო ცენტრებში დროის დაყოვნების გარეშე დაბრუნდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მათ ვინც ამ ინიციატივით დაბრუნდება, ისრაელში ხელმეორედ შესვლაზე ათი წლის ნაცვლად, მხოლოდ ერთწლიანი შეზღუდვა დაუწესდებათ“ - განაცხადა ალექსანდრე ჯისკარიანმა.