ააიპ "უზრუნველყოფამ" აივნის დემონტაჟი განახორციელა

2017-10-18 17:20:29

რუსთავის უზრუნველყოფის სამსახურმა მე-12 მკრ-ში დაზიანებული აივნის დემონტაჟი განახორციელა. აივანი ძლიერი ქარის გამო გუშინ დაზიანდა. სამუშაოები საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე განხორციელდა. უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა, მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი აივანი, სპეციალური ტექნიკის დახმარებით მოანგრიეს.