გამწვანების აქცია ფეროშენადნობთა ქარხანაში.

2016-12-05 13:50:26

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ რუსთავში ფეროშენადნობთა მწარმოებელ კომპანია „რუსელოისი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში  მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში  ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის 100-ზე მეტი ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ კონსულტაცია გაიარა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ  „ეროვნული საშენი მეურნეობა“-ში. კომპანია „რუსელოისი“ თავისი საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს გარემოზე ზემოქმედება.