ავარია მსხვერპლით დასრულდა

2017-10-15 11:11:10

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში გუშინ ღამით მოხდა. საპირისპიროდ მოძრავი მანქანები ერთმანეთს დაეჯახნენ, ავარიის შედეგად 3-წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. გავცელებული ინფორმაციით ბავშვმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები შეჯახების შედეგად გახსნილი დამცავი ბალიშისგან მიიღო. შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: qartli.ge