მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გარდაიცვალა

2017-10-14 14:41:04

ქალი, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მაშინ გადმოვარდა, როცა საბანს ფენდა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.