ლიკა ქავჟარაძეს ხვალ დაკრძალავენ

2017-10-13 14:27:37

მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ხვალ, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის სასაფლაოზე მსახიობს ხვალ, 15:00 საათზე დაკრძალავენ.
ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, აბაშიძის #62-ში დღეს, 17:00 საათიდან გაიმართება. მსახიობს ვაკის სამების ტაძარში კი ხვალ, 12:00 საათზე გადაასვენებენ.

ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.