ადვოკატი 15 წლიანი პროფესიული გამოცდილებით

2022-10-23 18:53:54

მე გახლავართ იურისტი ლევან ჯალაღანია ქ. რუსთავიდან. 

15 წელი ვმუშაობდი პროკურორად, 4 წელი ბათუმის, ხოლო 11 წელი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში. ამ 15 წლის განმავლობაში, უშუალოდ გამოვიძიე მრავალი რთული და მძიმე კატეგორიის საქმე. წლების განმავლობაში ვზედამხედველობდი არაერთ გახმაურებულ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიებას, მათ შორის მკვლელობებს, ფინანსურ, ნარკოტიკულ, სამოხელეო თუ ორგანიზებულ დანაშაულებს.

დღეს პროფესიულ კარიერაში ახალი ეტაპია, თხუთმეტწლიანი საქმიანობის შემდეგ, საკუთარი სურვილით მივიღე გადაწყვეტილება დავიწყო კერძო საადვოკატო საქმიანობა. უდავოა, რომ დიდი გამოცდილება საგამოძიებო თუ სასამართლოში გამოსვლის სფეროში, ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ადამიანებს, ვინც ჩემი მომსახურებით ისარგებლებს - ვინაიდან ჩემთვის  კარგად არის ცნობილი სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის სტილი და სფეციფიკა. შესაბამისად, სწორად შემიძლია განვსაზღვრო კლიენტის ინტერესების დაცვის სტრატეგია და ტაქტიკა, სასამართლოში ეფექტურად მოვახდინო პოზიციის წარმოდგენა.

ვთვლი, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი უპირატესია განურჩევლად იმისა პროცესის რომელ მხარეს დგახარ. შესაბამისად, საქმიანობის მთავარი პრინციპი უცვლელია, თუმცა ამავდოულად ჩემი მოღვაწეობა, როგორც უფლებამცველისა იქნება მორიგი გამოწვევა, პროფესიული გამოცდილების საფუძველზე.   

მოქალაქეებს ვთავაზობ სრულ საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რაც მოიცავს სამართლებრივ კონსულტაციებს, გამოძიების პროცესში მოქალაქეების/პროცესის მონაწილეთა ინტერესების წარმოდგენას, ასევე საერთო სასამართლოებში (ყველა ინსტანციაში) ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვას.

ოფისი - ქ. რუსთავი, ცურტაველის ქუჩა (რესტორანი სამეფოს მოპირდაპირე მხარეს) ტელეფონი 577 21 83 39.