თელეთში ყველის საწარმო გაიხსნა (ფოტო)

2017-10-11 11:36:34

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რძის გადამამუშავებელი მეურნეობა გაიხსნა. საწარმო - „თელეთის ყველის სახლი“ დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მამუკა კვარაცხელიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გრიგოლ ნემსაძესთან ერთად გახსნა. „თელეთის ყველის სახლი“ შემნახველ მეურნეობაში თვეში 45 ტონა რძე გადამუშავდება. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.

საწარმოში ჯამურად 366 010 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 146 404 აშშ დოლარი გრანტია.

ამ ეტაპზე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 165 ახალი საწარმო. ქვემო-ქართლის რეგიონში შეიქმნა 20 ახალი და გადაიღარდა/გაფართოვდა 131 საწარმო.