ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა (ვიდეო).

2016-12-03 22:32:08

ავტოსაგზაო შემთხვევა შარტავას გამზირზე დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ჰონდა"-ს, "მერსედესი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილები და "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი დაეჯახნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.