საპენსიო სისტემის რეფორმა

2017-10-10 13:45:00

საპენსიო რეფორმის დაგროვებით სისტემაში ჩართვა მოსახელობის ნაწილისთვის სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ახალი საპენსიო რეფორმა 2018 წლიდან ამოქმედდება. დაგროვებითი სისტემის თანახმად კი დასაქმებული და დამსაქმებელი სახელმწიფო საპენსიო ფონდში ყოველთვიურად ორ-ორ პროცენტს შეიტანენ. შენატანი სავალდებულო იქნება 40 წლამდე მოქალაქეებისთვის, 40 წელს ზემოთ კი ნებაყოფლობითი.

ახალი საპენსიო რეფორმის პროექტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია,
გიორგი გახარიას განცხადებით, რეფორმის განხორციელებამდე ფართომასშტაბიანი განხილვები ჩატარებაა დაგეგმილი, რის შემდეგაც კანონპროექტს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს და პარლამენტს გადაუგზავნის.