ვირტუალური სიმ ბარათი ბილაინის აბონენტებს - eSIM-ის უპირატესობები

2022-10-13 12:23:07

ვირტუალური სიმ ბარათი ბილაინის აბონენტებს -  eSIM-ის უპირატესობები

თანამედროვე ტექნოლოგიები სრაფი ტემპით ვითარდება. ყველაზე მძლავრი მოწყობილობებიც კი პატარავდება, ხდება ბევრად უფრო კომპაქტური და მოსახერხებელი ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვიდრე წლების წინ იყო. ჩვენს წინაშე დღეს, ახალი რეალობაში იშლება - კომუნიკაციისთვის ადამიანებს შეუძლიათ eSIM-ი ანუ ვირტუალური სიმ ბარათის გამოყენება, რითაც საერთოდ ქრება ფიზიკური სიმბრათის ქონის აუცილებლობა.

eSIM- ი (Embedded SIM) სმარტფონში ჩაშენებული ვირტუალური სიმ ბარათია და აბონენტებს ყველა იმ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.

რა უპირატესობები აქვს eSIM?

eSIM-ი თანამედროვე გადაწყვეტაა,  რომელიც მომხმარებელს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს, აძლევს მოქნილობას და თავისუფლებას.  eSIM-ის მთავარი უპირატესობა მის მარტივ და სწრაფ გააქტიურებაშია. შეძენა ხდება სერვის ცენტრში მისვლის გარეშე, ონლაინ, 24/7-ზე ბილაინის ვებ-გვერდის  მეშვეობით. პროცესი სულ რამდენიმე წუთში სრულდება, ძალიან მარტივად. eSIM -ით შესაძლებელია ახალი სიმ ბარათის აღება/ახალი ნომრის აღება, არსებული ფიზიკური სიმის ჩანაცვლება, ასევე იდეალურია იმ შემთხვავაში, როდესაც თქვენს ტელეფონს არ აქვს ორი ფიზიკური სიმის მხრადაჭერა და გინდათ გქონდეს ორი ნომერი. ასეთია მაგალითად iPhone- ჩვენი eSIM-ის დამსახურებით შეგიძლიათ გქონდეთ ფიზიკური სიმი და ასევე ელექტრონული, დამატებით და გექნებათ ორი ნომერი. იმ შემთხვევაში თუ წაგეშალათ შემთხევით, ბილაინი შესაძლებლობას გაძლევთ იმავე QR კოდით უფასოდ აღადგინოთ. იგივე ხდება თუ ახალ ტელეფონში გინდა მაგალითად არსებული eSIM-ის გადატანა, იმავე კოდს დაასკანერებ თავიდან, მეტი არაფერია საჭირო.

როგორ შევიძინოთ eSIM?

ბილაინის eSIM-ის შეძენის პროცესი  მარტივი ეტაპებისგან შედგება და საჭიროებს ტელეფონის ნომრის არჩევასა და სმარტფონის მოდელის მითითებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას და ფოტოს გადაღებას ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის აქტივაცია.

რა ღირს?

eSIM-ის ღირებულება  5₾  შეადგენს. ბილაინის აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5₾ შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში, აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად მიიღებენ.

ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობისთვის სმარტფონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა. ასეთი სმარტფონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბილაინის ვებ-გვერდზე