რის გამო დაჯარიმდებიან მძღოლები

2017-10-09 14:17:17

2017 წლის 1 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. 3000-მდე ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება. ამის შესახებ დღეს ტექნოლოგიური რეფორმის ახალი ეტაპის შესახებ საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადეს.

დამრღვევი მძღოლები შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდებიან:

- შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;

- ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;

- სიჩქარის გადაჭარბება;

- მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;

- მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოწერს, თუმცა აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.