ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

2017-10-09 11:39:11

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ პირს, 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ..- სასამართლოში უარი განაცხადა თავისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ..- . თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ..- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემა მას და ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა. ..- დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით ..- ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეეზღუდამიუხედავად ამისა იგი 17 მარტსმიცუბიში პაჯერო იო“- მარკის ავტომანქანას მართავდა.
სამართალდამცველებმა .. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹- მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 381- მუხლის პირველი ნაწილით   (სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა) წარედგინა.