4 კილომეტრიანი გზა რეაბილიტირდა

2017-10-08 16:33:42

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებიდან ქალაქ რუსთავის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. წლებია აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება გართულებული იყო. კომპანია „ბი-პის“ დაფინანსებით, 4.350 კმ. სიგრძის გზის მონაკვეთი მოასფალტდა. რუსთავი-გარდაბანის შემოვლითი გზით ძირითადად სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ, თუმცა მისი რეაბილიტაციი შემდეგ გარდაბნამდე ჩასვლა უკვე მსუბუქ ავტომობილებსაც გაუადვილდებათ.