პარანორმალური მოვლენა სკოლაში (ვიდეო)

2017-10-07 18:25:19

სათვალთვალო კამერამ სკოლაში უცნაური მოვლენა დააფიქსირა. ამის ამსახველი ვიდეომასალა უცხოურ მედიაში ვრცელდება. შემთხვევა ირლანდიის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. როგორც ვიდეოში ჩანს, გვიან ღამით, სკოლის ერთ-ერთ დერეფანში კარი თავისით იღება და უჯრიდან ფურცლები ცვივა. Deerpark CBS-ის სკოლაში მომხდარ ფაქტს აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ შემთხვევა გამიზნულადაა დაგეგმილი, რაც ჰელოუინის მოახლოებას უკავშირდება, სხვები კი ფიქრობენ, რომ კამერამ ძველ სკოლაში მოჩვენება დააფიქსირა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სკოლის დირექტორმა კელვინ ბერიმაც, დირექტორი ამბობს, რომ არ იცის რა მოხდა და ისიც სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა აღნიშნავს, რომ სკოლა საკმაოდ დიდი ხნისაა და ის 1828 წელს დაარსდა. ნახეთ ვიდეო.