რეზინის პლატფორმები (ფოტოები)

2017-10-02 22:38:07

კვირას, პარიზის მოდის კვირეულზე „ბალენსიაგამ“ შოუზე მოდელები წარმოადგინა, რომლებსაც ფეხზე მაღალპლატფორმიანი ფეხსაცმელები ეცვათ. „ბალენსიაგას“ ფეხსაცმელებმა სოციალურ ქსელში მოდის მოყვარულებს შორის არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. ბრენდის კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელების პლატფორმა სიმაღლით რამდენიმე ინჩია და ქინძისთავებითაა გაფორმებული. ფეხსაცმლის დიზაინზე მომუშავე დიზაინერებმა აღნიშნეს, რომ ბევრი მათ ნამუშევარს შეუხედავად მიიჩნევს, თუმცა მათ სწორედ ეს მოსწონთ.