ცენტრალურ ხიდზე ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა (ვიდეო).
2016-12-02 19:43:36
სიაში

რუსთავის ცენტრალურ ხიდზე ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ფორდი"-ს, "ტოიოტა"-ს და "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჯები. ავარიის გამო ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდი გადაკეტილი იყო. ავტომობილებს ქალაქის მეორე ნაწილში გადასვლა შემოვლითი გზით უწევთ. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.