რა სიტყვები აერია გიორგი კვირიკაშვილს (ვიდეო)

2017-09-30 20:16:00

კანდიდატების წარდგენის შემდეგ პრემიერ-მინისტრი სცენიდან დაბლა ჩავიდიდა და ხალხს გაესაუბრა. "ინფო რუსთავის" კითხვაზე - "რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავთ და იქნება თუ არა მეორე ტური", პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გვიპასუხა - "ჩვენ გვყავს ძლიერი კონკურენტები, მგონია რომ ჩვენ კონკურენტებს არ გაუჭირდებათ პირველ ტურში გამარჯვება". გიორგი კვირიკაშვილს სავარაუდოდ სიტყვა კონკურენტი კანდიდატში აერია. ნახეთ ვიდეო.