ქართული ფილმის წარმატება

2017-09-30 11:24:02

ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „საშიში დედა“ ეგვიპტის საერთაშორისო ფესტივალზე „ელ გოუნა“ გაიმარჯვა. მთავარი პრიზი, რომელიც ქართულმა ფილმმა მოიპოვა, ფულად ჯილდოსაც, 50 000 აშშ დოლარს გულისხმობს. კინოსურათი ერთი ქალის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს უიმედო და სტერეოტიპებით სავსე ცხოვრებას გაექცეს. ფილმმა საფესტივალო ცხოვრება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და არაერთი პრიზი მოიპოვა, მათ შორის სარაევოს და ლოკარნოს კინოფესტივალებზე. „საშიში დედა“ საქართველოდან ოსკარის კინოფესტივალზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაშია წარდგენილი. კინოსურათი ქართულ-ესტონური ერთობლივი ნამუშევარია.