ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება

2017-09-29 23:00:30

რუსთავში სამშენებლო მასალის სავაჭრო ცენტრი აშენდება. აშენებისთვის ნებართვა ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა უკვე გასცა, პროექტი საკრებულოს სხდომაზეც განიხილეს და დაამტკიცეს. ჰიპერმარკეტი აღმაშენებლის გამზირზე, XII მკრ-რაიონში (რაგბის სტადიონის მოპირდაპირე მხარეს) აშენდება. შენობა ორსართულიანი იქნება, რომელსაც ექნება საკუთარი პარკინგი, კომპლექსში ასევე სწრაფი კვების და გასართობი ობიექტები განთავსდება.