ირაკლი ტაბაღუა შეხვედრებს განაგრძობს (ფოტო/ვიდეო)

2017-09-29 22:32:13

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ტაბაღუამ კომპანია „მადაგონის“ პროდუქციის დამზადების პროცესი მოინახულა და თანამშრომლებს გაესაუბრა. მერობის კანდიდატმა თითეული დასაქმებულისგან ინდივიდუალურად მოისმინა ის საკითხები, რომლის მოგვარებასაც, მისი მერად არჩევის შემთხვევაში ისურვებენ.

მოგვიანებით კი ირაკლი ტაბაღუა მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად XXI და VIII მიკრო-რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა გააცნო და დეტალურად მოისმინა მათი პრობლემების შესახებ. ნახეთ ვიდეო ®