გამოფენა სამხატვრო სკოლაში (ფოტოები)

2017-09-29 19:15:21

რუსთავის ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში ორი მხატვრის გამოფენა მოეწყო. "სამხატვრო სკოლას გვერდში უდგანან მხატვრები მალხაზ დათუკიშვილის და დავით ხიდეშელი, სწორედ ამ მხატვრების გამოფენა მოეწყო დღეს. ჩვენ გვსურს რომ გამოფენებმა სისტემატიური სახე მიიღოს და სამხატვრო სკოლა ამ კუთხით საინტერესო გახდეს დამთვალიერებლისთვის" - განაცხადა მხატვარმა დათო დოთიაშვილმა. სამხატვრო სკოლის დარბაზში 22 ნამუშევარი გამოიფინა, რომელიც ძირითადად პოპ-არტის ჟანრში არის შესრულებული. მხატვრებმა კომპოზიციის შესაქმნელად გამოიყენეს საყოფაცხოვრებო ნივთები და ასევე სხვადასხვა მასალები.