სკვერების და პარკების დასუფთავება

2017-09-29 18:09:40

რუსთავში პარკებისა და სკვერების დასუფთავება მიმდინარეობს. მერიის თანამშრომლები რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ და სკვერებს გამხმარი ფოთლებისგან, წიწვოვანი მცენარეების და სხვადასხვა ნარჩენებისგან ასუფთავებენ. სამუშაოები რამდენიმე დღე გარგრძელდება, ქალაქში არსებული პარკების დასუფთავებას ააიპ უზრუნველყოფა ახორციელებს.