საკალათბურთო კლუბმა ახალწვეულები წარადგინა

2017-09-29 14:20:55

რუსთავის საკალათბურთო გუნდმა ახალი სათამაშო ფორმა და ახალწვეულები წარადგინა. როგორც ცნობილია, მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა გოგა ცეკვავა, რომელიც მომავალ სეზონში "რუსთავი"-ს კაპიტანი იქნება. ასევე გუნდი გაძლიერდა 4 ლეგიონერით. რუსთაველთა რიგებში იასპარეზებს ბრიტანელი ჯეკ კრუკი. 212 სმ. ცენტრი-მძიმე ფორვარდი ჯეკი 24 წლისაა და ის 2016-2017 წ.წ. ესპანეთის "Agustinos-Leclerc"-ის შემადგენლობაში ასპარეზობდა. ასევე  მომავალ სეზონს "რუსთავი"-ს რიგებში ჩაატარებენ ამერიკელი გამთამაშებელი-მსროლელი ადამ ბლეიზეკი და მძიმე ფორვარდი-ცენტრი პოლ კუპერი. ადამი და პოლი გასულ სეზონშიც თანაგუნდელები იყვნენ და კანადის "KW Titans"- ის შემადგენლობაში თამაშობდნენ, მეოთხე ლეგიონერი კი ამერიკელი ფორვარდი ტაირელ ნელსონი არის.

კლუბი "რუსთავი" ტრადიციას აგრძელებს და რუსთაველ წარმატებულ ახალგაზრდა მოთამაშეებს წელსც მიეცემათ დიდ გუნდში თამაშის შანსი. ესენი არიან: გიგი ტაბაღუა, ზურაბ ვაშაკიძე და ტარიელ არაბული. შეგახსენებთ რომ გიგი ტაბაღუა და ზურაბ ვაშაკიძე საქართველოს კალათბურთის 16-წლამდელთა ნაკრების წევრები იყივნენ და თანაგუნდელებტან ერთად მოახერხეს და A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს.

1 ოქტომბერს კი საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იხსნება. ტურნირის მასპინძელი 1-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე იქნება. რუსთაველთა პირველი მეტოქე კაკტუსი იქნება, მატჩი 2ოქტომბერს 15:00 სთ-ზე დაიწყება.