სამსახურში და სასწავლებელში დაგვიანება

2017-09-29 10:32:02

სტუდენტები და თბილისში დასაქმებული რუსთაველები, დედაქალაქში დროულად წასვლას ვერ ახერხებენ. პრობლემის გაჟღერების თხოვნით რუსთაველი მგზავრები „ინფო რუსთავს“ დაუკავშირდნენ. მათი განცხადებით, დილით მიკროავტობუსები დროის დიდი ინტერვალით გადაადგილდებიან და ხალხს ნახევარ საათზე მეტი უწევს გაჩერებაზე ლოდინი.

„ინფო რუსთავი“  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „ინტერტრანს“ დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ რომ პრობლემა მათგან დამოუკიდებლად, რუსთავი-თბილისის მაგისტრალის რეაბილიტაციის გამო წამოიჭრა. გზაზე არსებული საცობების გამო, მიკროავტობუსები დროულად გადაადგილებას ვერ ახერხებენ და შესაბამისად მგზავრებს ტრანსპორტის ლოდინი უწევთ.