ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე

2017-09-29 10:17:52

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე. ერთმანეთს თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო (ტრაილერი) ავტომობილი და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა გაჩიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა მცირე დროით შეფერხებული იყო.