მომდევნო 3 დღის ამინდის პროგნოზი

2017-09-28 22:42:11

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება გაგრძელდება, იქნება ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი. 1 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა 3 – 5 გრადუსით მოიმატებს.

მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი რუსთავში: 29 სექტემბერი - 16°C, 30 სექტემბერი - 17°C,  1  ოქტომბერი - 22°C.